logo_geo
კახა კალაძე: მართალაც ძალიან ძნელი იყო - ყველას გვიჭირს ამ ტრაგიკული ღამის გახსენება...
- +

13 ივნისი. 2017. 00:59



საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კახა კალაძემ „მზიურში" შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, 13 ივნისის ტრაგიკული ღამე გაიხსენა. ვიცე-პრემიერმა გარდაცვლილების ოჯახებს და მათ ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

 

„ორი წელი გავიდა ამ საშინელი ღამიდან. მართალაც ძალიან ძნელი იყო. ვფიქრობ ყველას გვიჭირს ამ ტრაგიკული ღამის გახსენება. ჩვენ დაკარგეთ ახალგაზრდები, ქალბატონები, მამაკაცები, დავკარგეთ გმირი მაშველი, გვახსოვს ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მამაკაცი. მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება და გადმოცემა, თუ რამდენად უსუსურები ვიყავით სტიქიის წინაშე, თუმცა ტრაგედიის მეორე დღეს თითოეულ ჩვენგანს „მზიურში" მოხალისეების ჩართულობამ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ნათელი", - აღნიშნა კალაძემ.


ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, ახალგაზრდებს, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართულნი.


„მათი ერთად დგომა იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენი დედაქალაქისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის. მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები ჰყავს ჩვენს ქვეყანას",- განაცხადა კალაძემ.


თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურის" ამფითეატრში აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სახელწოდებით - „არ დაივიწყო 13 ივნისი". აქციაზე სტიქიის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ სურთ, დაამკვიდრონ ტრადიცია და 13 ივნისი სოლიდარობის დღედ გამოცხადდეს.


 

big_banner
არქივი