logo_geo
ქეთევან ციხელაშვილი: კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია
- +

17 ივნისი. 2017. 14:43



კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია", - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების  - ცერონისის, ავლევის, თამარაშენის და კნოლევის მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებთათვის სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში მოსახლეობას ადგილზე ჩაუტარდა C ჰეპატიტის სკრინინგი, მსურველები სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გასინჯეს, ადგილობრივებს, კომპანია „ავერსის"  მხარდაჭერით პირველადი მოხმარების მედიკამენტებიც გადაეცათ. სახელმწიფო მინისტრი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად იმყოფებოდა.


კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ადამიანებს, მავთულხლართების სიახლოვეს, განსაკუთრებული გამოწვევების ფონზე უწევთ ცხოვრებაჩვენი აპარატი  სხვადასხვა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ამ სოფლების საჭიროებებზე  რეაგირებისთვის. ამჯერად, ჯანდაცვის სამინისტროს გუნდთან ერთად გვერდით დაგვიდა კომპანიაავერსი" და ვფიქრობ, მოსახლეობისთვის საჭირო და სასარგებლო აქცია განვახორციელეთ", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.


სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სოფლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და მათი პრობლემების შესახებაც მოისმინა.



 

big_banner
არქივი