logo_geo
ჯანი ბუკიკიო: ვაღიარებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინების შემოღება რთული იქნება
- +

18 ივნისი. 2017. 16:15


 

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში, რთული იქნება ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინების შემოღება, სწორედ ამიტომ, ჩაწერეთ თქვენს კონსტიტუციაში, ქორწინება უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის კავშირი. მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, თქვენ შეგიძლიათ ამის ჩაწერა კონსტიტუციაში იმ პირობით, თუ ეს ინტერპრეტირებული იქნება, რომ არ ნიშნავს ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობის აკრძალვას", - განუცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელს" ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ.


ბუკიკიომ საზოგადოებრივთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა ქორწინებასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე. ვენეციის კომისიამ მიიჩნევს, რომ მისი განმარტება არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ერთნაირ სქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვად, რაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტშია დაფიქსირებული.


„ეს არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობის აკრძალვა, რომელიც განსხვავდება ქორწინებისგან. სხვა ევროპულ ქვეყნებში მიღებულია ორ მამაკაცსა თუ ორ ქალს შორის პარტნიორობა და არა ქორწინება ერთნაირ სქესიან ადამიანთა შორის. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ერთსქესიან ადამიანთა პარტნიორობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველგან.

 

შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთნაირ სქესიანთა ადამიანთა ქორწინება აღიარებულია. არა ბევრ, მაგრამ რამდენიმე ქვეყანაში. ევროპის 14 ქვეყანა აღიარებს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას და სხვები არა. ეს არის საზოგადო - ერის და მისი განვითარების საკითხი.

 

ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში, რთული იქნება ერთნაირ სქესიან ადამიანთა ქორწინების შემოღება, სწორედ ამიტომ, ჩაწერეთ თქვენს კონსტიტუციაში, ქორწინება უნდა იყოს ქალსა და კაცს შორის კავშირი. მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, თქვენ შეგიძლიათ ამის ჩაწერა კონსტიტუციაში იმ პირობით, თუ ეს ინტერპრეტირებული იქნება, რომ არ ნიშნავს ერთნაირ სქესიანთა პარტნიორობის აკრძალვას", - განაცხადა ბუკიკიომ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი