logo_geo
ზაზა ხუციშვილი: ჟურნალისტმა გაიგო არასწორად, რის გამოც, შემდეგ ბოდიში მომიხადა
- +

1 დეკემბერი. 2016. 17:51



„უცნაური და დამაბნეველი განცხადებები მოისმინა თქვენგან საზოგადოებამ. რას გულისხმობდით, როცა აკეთებდით განცხადებას - ლარის გაუფასურების გამომწვევ დადებით პროცესებში, ძირითად პროდუქტებზე არცერთი პროცენტით მატება არ არის, მეორე მხრივ, ამას აქვს სხვა ეფექტიც. საქართველოდან გაზრდილია გარევაჭრობა, იმიტომ რომ დოლარით მეტი ლარი მოსდით ადამიანებს, პროდუქტს უფრო მეტს ყიდულობენ...", - ინგა გრიგოლიას შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ტელეკომპანია „TV პირველის" ეთერში პასუხობს:


„ჟურნალისტმა გაიგო არასწორად, რის გამოც, შემდეგ მომიხადა ბოდიში, მას შემდეგ, რაც თავიდან გაშიფრა ინტერვიუ. სატელეფონო ინტერვიუს აღარ გავცემ. რა თქმა უნდა, საუბარი დავიწყე იმით, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, ვისაც სესხი აქვთ აღებული დოლარში, მძიმე მდგომარეობაში არიან ბიზნესმენები, რომლებსაც ბიზნესი აგებული აქვთ იმპორტზე, ფასის კორექციას ვეღარ ახდენენ... ყველაფერ ამის შემდეგ, ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ საინტერესო არ იყო საუბარი. შევეკითხე, თუ რატომ არ დაბეჭდა პირველი ნაწილი და მითხრა, რომ არ იყო საინტერესოო. შემეკითხა - რა დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, იაფი ვალუტა სტიმულირებს ექსპორტს. სამწუხაროდ, იმპორტ-ექსპორტის დისბალანსი გვაქვს. ჩემი ეს განცხადება პირველი საპირწონე არ არის. როდესაც მარტო მეორე ნაწილს ბეჭდავენ, ცხადია, ყველა გაბრაზდება. რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ ყველა და ვიცით, რომ ძალიან ცუდ დღეშია ის ხალხი, ვინც დოლარზე ვაჭრობს. 1000 დოლარის მომსახურებაში, დღეის მონაცემებით 800 ლარით მეტის გადახდა უწევთ... ჟურნალისტი დამპირდა, რომ შეასწორებდა. არ ვიცი, შეასწორა თუ არა. ღმერთმა დამიფაროს, შევიდე პარლამენტში და გარეთ რა ხდება - გადამეკეტოს მხედველობა და სმენა..." - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.


 

 

 

big_banner
არქივი