logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: 2018 წელს პრეზიდენტს ისევ ხალხი აირჩევს იმისთვის, რომ ვინმეს არ გაუჩნდეს ეჭვი
- +

22 ივნისი. 2017. 22:01


 

„კონსენსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.


„იმისთვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება, ანუ პირდაპირი წესიდან არაპირდაპირზე გადასვლა იყო რაიმე კუთხით რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე, ანუ 2018 წელს პრეზიდენტი ისევ საერთო სახალხო არჩევნებით იქნება არჩეული" , - განაცხადა კვირიკაშვილმა.




 

big_banner
არქივი