logo_geo
ეკა ბესელია: კონსტიტუციურ მონარქიაზე ქილიკი დიდი უკულტურობა და არასერიოზულობაა!
- +

22 ივნისი. 2017. 23:11


 

„კონსტიტუციურ მონარქიაზე ქილიკი უბრალოდ დიდი უკულტურობა და არასერიოზულობაა. ვისაც უნდა გააგრძელოს ეს ქილიკი", - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.


„არ ვფიქრობ, რომ ეს საქილიკო თემაა. მიმაჩნია, რომ ამ თემაზე როგორი განსხვავებული და პოლარიზებულიც არ უნდა იყოს აზრები, მსჯელობად, განსჯად, დებატებად, განხილვად, დისკუსიებად ღირს და რაც მთავარია, ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. ასეთი ტიპის ცვლილება, რომელიც ცვლის პოლიტიკურ სისტემას და მთლიან მოდელს, დიახ, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს", - აღნიშნა ბესელიამ.



 

big_banner
არქივი