logo_geo
ვინ შეცვლის კახა კალაძეს?!
- +

23 ივნისი. 2017. 01:46



ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამ საკითხზე მასთან კონსულტაციები არ ყოფილა.


„ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში, ცნობილი გახდება მისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ჯერ სამინისტროს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი, ალბათ, ამ სამინისტროს არსებობის ისტორიაში. ის ჯერ არსად წასულა, არის ადგილზე, ასრულებს თავის ფუნქციებს და ამაზე საუბარი ნაადრევია. მე მაქვს ძალიან ბევრი საქმე და ნამდვილად არ ვფიქრობ, რა იქნება შემდეგ, თუკი მას მოუწევს წასვლა, რადგან ჯერ მისი წასვლის შესახებაც არ გაცხადებულა. მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი პრემიერი და გუნდი დამავალებს, ისევე შევასრულებ, როგორც აქამდე შემისრულებია. ჩემთვის მთავარია ვიყო ამ გუნდის წევრი რადგან, მიმაჩნია, რომ ეს არის სამართლიანობისა და წინსვლის გუნდი. ჯერ არ შემოუთავაზებიათ, ვიფიქრებ. ნამდვილად, არ ვამბობ, რომ უარს ვიტყვი, მაგრამ ნამდვილად დავფიქრდები. მე 4 წელია მინისტრის მოადგილის პოსტზე ვარ, ძალიან კარგად ვიცი, რა გამოწვევებია და რა სირთულეები ახლავს ამას. ნებისმიერი თანამდებობა არის პასუხისმგებლობა. ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, თუ ეს შემოთავაზება იქნება, უნდა გავიარო კონსულტაციები. ახლა ამაზე საუბარი საერთოდ არ არის", - განაცხადა ელოშვილმა.


 

big_banner
არქივი