logo_geo
ალუდა ღუდუშაური: სალომე ზურაბიშვილი უნდა ჩამოყალიბდეს, მისთვის საქართველო პირველია თუ მეორე, უნდა აუხსნას ქართველ ხალხს, საფრანგეთისკენ იხრება თუ საქართველოსკენ
- +

29 სექტემბერი. 2023. 23:12

 

 

შეგნებულად არ ვეძახი საქართველოს სალომე ზურაბიშვილისთვის სამშობლოს. ის უნდა ჩამოყალიბდეს, მისთვის პირველია თუ მეორე საქართველო, უნდა აუხსნას ქართველ ხალხს, საფრანგეთისკენ იხრება ქალბატონი ზურაბიშვილი თუ საქართველოსკენ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ნაბიჯებთან დაკავშირებით საუბარი მართლაც რთული ამოცანაა, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი თავის გადაწყვეტილებებში, ნაბიჯებში და თუნდაც განცხადებებში, სრულიად დაკარგულია. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში იმდენად წარმოუდგენელ ნაბიჯებსა და ქმედებებს მიმართავს, რომ წარმოუდგენელია ვინმემ შეძლოს მისი გამოცნობა. ერთი არის, რომ ქართველ ხალხს და საქართველოს არ ეკუთვნის ის, რასაც ის უკეთებს. შეგნებულად არ ვეძახი საქართველოს მისთვის სამშობლოს. ის უნდა ჩამოყალიბდეს, მისთვის პირველია თუ მეორე საქართველო. ეს თვითონ უნდა აუხსნას ქართველ ხალხს, საფრანგეთისკენ იხრება ქალბატონი ზურაბიშვილი თუ საქართველოსკენ. მე დიდი ეჭვი მაქვს და თუ მის მიერ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს შევხედავთ, სრულიად ცალსახაა, რომ ის თუ ნამდვილად სცემს საქართველოს პატივს, ანგარიშს უწევს და თავის როლს პირნათლად, ასრულებს, უპირველეს ყოვლისა მან პატივი უნდა სცეს საქართველოს კანონმდებლობასა და კონსტიტუციას. დღეს რას ხედავს ქართველი ხალხი და სამწუხაროდ ჩვენი პარტნიორები?! პრეზიდენტად წოდებული ადამიანი, პირდაპირ უპატივცემულობას იჩენს, არღვევს კანონს და ერთგვარად ამაყობს კიდეც ამით, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს კონსტიტუცია. ყველას და პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, მას თუ წარმოუდგენია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის კანონთა კრებული და ეს მხოლოდ სამაგიდო წიგნი ან სუვენირი უნდა იყოს, ეს ცუდად წარმოუდგენია. იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუცია გულისხმობს ქვეყნის სიძლიერეს, სუვერენიტეტსა და სიმტკიცეს. აქედან გამომდინარე, რასაც ის ადამიანი უკეთებს კონსტიტუციას, ის უკეთებს ქვეყანას, ლახავს მის ღირსებას. თუ ქალბატონ ზურაბიშვილს უნდა, რომ ევროპულ ღირებულებებთან გაიგივდეს, მან პირველ რიგში პატივი უნდა სცეს ქვეყანას, ქვეყნის კონსტიტუციას და თავი უნდა დაანებოს ისეთ საქციელს, სადაც ის ეჯიბრება ვაშაძესა და ლევან ხაბეიშვილს. მისი ვოიაჟების შედეგად ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები საქართველოსთან დაკავშირებით არც თუ ისე თანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებენ“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

 

big_banner
არქივი