logo_geo
პრემიერი: იმედს გამოვთქვამ, რომ USAID-ის ადგილობრივი ოფისისგან გამჭვირვალე განმარტებებს მოვისმენთ
- +

2 ოქტომბერი. 2023. 14:26

 

 

„მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

„სამწუხაროდ დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და დაფინანსებით იყვნენ ჩამოსული ეს ადამიანები. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია. დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს. USAID-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი