logo_geo
გივი მიქანაძის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი ადამიანის სიცოცხლის დაცვაზეა ორიენტირებული და არანაირად არ ზღუდავს მშვიდობიანი ფორმით შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარებას
- +

5 ოქტომბერი. 2023. 11:57

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი საზოგადოების ინტერესებზე, ადამიანის სიცოცხლის დაცვაზეა ორიენტირებული და არანაირად არ ზღუდავს მშვიდობიანი ფორმით შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარებას.

 

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, მიქანაძემ განმარტა, რომ კანონში შესატანი ცვლილებები საერთაშორისო ნორმების დაცვით შეიქმნა.

 

ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი. რადიკალები ცდილობენ. არარსებული მოტივებით შეფუთონ საკუთარი პოზიციები. პროექტი საზოგადოების ინტერესებზე, უფრო მეტ ღირებულებაზეა ორიენტირებული, ადამიანის სიცოცხლის დაცვაზეა ორიენტირებული და არანაირად არ ზღუდავს მშვიდობიან შეკრებასა და მანიფესტაციების ჩატარებას.

 

განხილვისას წარვადგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული წინადადებები, ეუთო/ოდერის შესაბამისი დასკვნები ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკიდან არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება წარმოვადგინეთ“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

 

 

big_banner
არქივი