logo_geo
პრემიერი: ის, რომ ქვეყანამ ბოლო 3 წელიწადში მოახერხა მშპ-ის გაორმაგება, აღტაცებას იწვევს ჩვენს ევროპელ კოლეგებში, ყველა არის სასიამოვნოდ გაოცებული, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია
- +

5 ოქტომბერი. 2023. 20:02

"ის, რომ ქვეყანამ ბოლო 3 წელიწადში მოახერხა მშპ-ის გაორმაგება დოლარში, აღტაცებას იწვევს ჩვენს ევროპელ კოლეგებში, ყველა არის სასიამოვნოდ გაოცებული, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია და ყველა პარამეტრი არის გაუმჯობესებული," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა გააგრძელებს ბრიუსელთან მუშაობას, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში კომისიამ თავისი მოსაზრება უნდა გამოაქვეყნოს სტატუსთან მიმართებაში და მანამდე საქართველოს კიდევ უფრო მეტი პროგრესის ჩვენება შეუძლია.

 

 

„მინდა აღვნიშნო, რომ ყველა არის სასიამოვნოდ გაოცებული, რომ ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ძალიან დაბალი ინფლაცია და ყველა პარამეტრი არის გაუმჯობესებული და ძლიერი. ის, რომ ქვეყანამ ბოლო სამ წელიწადში მოახერხა მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგება დოლარში, ეს რა თქმა უნდა, იწვევს აღტაცებას ჩვენს ევროპელ კოლეგებში. ასევე იციან, რომ მშვიდობას და სტაბილურობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იციან, რომ მშვიდობის გარეშე არაფერი არ იქნება და რეგიონში იქნება სრული გაუგებრობა. ამ ყველაფერს აფასებენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას, გვექნება მუშაობა ბრიუსელთან, მჭიდრო მუშაობა. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში ველოდებით რეკომენდაციას, კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს ოფიციალურად მისი მოსაზრება სტატუსთან მიმართებაში და მე ვფიქრობ, რომ მანამდე ჩვენ კიდევ უფრო მეტი პროგრესის ჩვენება შეგვიძლია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი