logo_geo
ილჰამ ალიევი: ორივე ლიდერი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა გავაძლიეროთ. ჩვენი შეხვედრები ხშირი და უკვე ტრადიციულია, რაც ემსახურება ამ მეგობრობის გაძლიერებას
- +

8 ოქტომბერი. 2023. 14:25

 

 

მადლობელი ვარ ამ მოწვევისთვის ბატონო პრემიერო. მიხარია, რომ ასეთ მშვენიერ ადგილას ვიმყოფები, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

 

„ჩემი საუბრის დროს პრემიერთან აღვნიშნე, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხე და ადგილი არის მშვენიერი და ეს არის ხალხთან ერთად ყველაზე დიდი აქტივი. ორივე ლიდერმა ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, იმისთვის რომ ერებს შორის ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა გავაძლიეროთ. როგორ პრემიერ უკვე ბრძანა, ეს შეხვედრები უკვე ტრადიციულია, რაც ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას და ჩვენი მეგობრობის გაძლიერებას. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერები ძალიან კეთილმეზობლურად თანაარსებობენ. სამხრეთ კავკასიისთვისაც მნიშვნელოვანია ეს და ვიყენებთ ამ შესაძლებლობას მე და ბატონი პრემიერი. მადლობას გიხდით ჩვენი ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის პატივისცემისთვის. საქართველოშიც აღინიშნება ჰეიდარ ალიევის იუბილე“, - აღნიშნა ალიევმა.

 

 

big_banner
არქივი