logo_geo
ანრი ოხანაშვილი: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტს სასამართლოსთან დაკავშირებით არ უმუშავია
- +

11 ოქტომბერი. 2023. 18:27

 

 

ცალკეული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს საპარლამენტო უმრავლესობას, საქართველოს პარლამენტს, სასამართლოსთან დაკავშირებით არ უმუშავია და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, თითქოს ეს არაფერს ნიშნავს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

ჩვენ პრაქტიკულად ყველა ის სამართლებრივი საკითხი, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა, რომ დარეგულირებულიყო საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი, გავითვალისწინეთ. თავიდანვე ვამბობდით, რომ ვითანამშრომლებდით ვენეციის კომისიასთან. პირველივე პაკეტი, რომელიც დავაინიციირეთ, გავუგზავნეთ ვენეციის კომისიას და დღემდე ვართ მათთან კომუნიკაციაში. თუ დააკვირდებით, ცალკეული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს საპარლამენტო უმრავლესობას, საქართველოს პარლამენტს, სასამართლოსთან დაკავშირებით არ უმუშავია და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, არაფერს ნიშნავს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჩვენ ამ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დასაწყისშივე შევქმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი, რომელმაც პრაქტიკულად სამთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიმუშავა სასამართლო რეფორმის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და საკანონმდებლო ცვლილებები. ამ სამუშაო ჯგუფში ჩვენ შევთავაზეთ მონაწილეობის მიღება საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, თუ შესაბამისი პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლებს. ეს იყო მაქსიმალურად გახსნილი, საჯარო, ინკლუზიური პროცესი. დღეს ის ადამიანები საუბრობენ ამ პროცესის ნაკლოვანებებზე, გვესაუბრებიან სასამართლო რეფორმის საჭიროებებზე, ვინც მთელი ამ სამი თვის განმავლობაში საბოტაჟის რეჟიმში იყვნენ ამ სამუშაო ჯგუფთან მიმართებაში. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებდნენ სამუშაო ჯგუფს“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი