logo_geo
რობინ დანიგენი: საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან - პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად, მეც ვუჭერ მხარს ამ გზას
- +

12 ოქტომბერი. 2023. 21:12

"მოუთმენლად ველოდები საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით," – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგენმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა.

 

 

მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან, პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად, მეც ვუჭერ მხარს ამ გზას“, - აღნიშნა რობინ დანიგენმა.

 

 

მისივე თქმით, მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოსთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

 

 

მოუთმენლად ველოდები ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ელჩმა.

 

 

big_banner
არქივი