logo_geo
ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ორბანი არის ევროპელი ლიდერი, ვინც საქართველოს მხარს უჭერს და აქვს სათანადო ფასეულობები, ეს არის ის, რაც ოპოზიციას აღიზიანებს
- +

13 ოქტომბერი. 2023. 13:18

 

 

„ვიქტორ ორბანი არის ევროპელი ლიდერი, ვინც საქართველოს მხარს უჭერს და აქვს სათანადო ფასეულობები, ეს არის ის, რაც ოპოზიციას აღიზიანებს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია თავს დაესხა ვიქტორ ორბანს, ევროპელ ლიდერს, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, ორბანი არის ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი.

 

„გამოჩნდა, რომ ოპოზიციას საპირისპირო ინტერესი აქვს, როგორმე, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და ამიტომ მუდმივად ავლენენ აგრესიას ნებისმიერი ევროპელი ლიდერისადმი, ვინც საქართველოს მიმართ ღია მხარდაჭერას გამოხატავს. გახსოვთ, ადრე იგივე იყო ოლივერ ვარჰეიზე. მის მიმართ იყო უხეში თავდასხმები, ახლა იგივე ხდება ვიქტორ ორბანის მიმართ. ბუნებრივია, ჩვენ სტატუსის მისაღებად უნგრეთის ხმა გვჭირდება და როცა ასეთ პირობებში თავს ესხმი ევროპელ ლიდერს, ეს ყველაფერზე მიუთითებს. ერთ-ერთი ადამიანი საუბრობდა, თითქოს, ვიქტორ ორბანი არის ავტორიტარული რეჟიმის ხელმძღვანელი, რაც უბრალოდ ფეიკია. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა თქვეს. კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, ვიქტორ ორბანს არც ადამიანები უწამებია, არც ბიზნესი დაურეკეტებია და არც ტელევიზიები მიუტაცებია. შეუძლიათ, ეს ფეიკი მას შეასაღონ, ვისაც შეასაღებენ. ვიქტორ ორბანი არის ევროპელი ლიდერი, ვინც საქართველოს მხარს უჭერს და აქვს სათანადო ფასეულობები. ეს არის ის, რაც ოპოზიციას აღიზიანებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი