logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, ეს არის მთავარი
- +

17 ოქტომბერი. 2023. 13:31

 

 

„ვინ თქვა, ეს ერის სინდისიაო?! ეს არ არის საინტერესო ჩემთვის, მე ცალკეული მოსამართლეების განცხადებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე 3 მოსამართლის პოზიციას ეხებოდა, რომლებიც ამბობენ, რომ  ერის სინდისია პრეზიდენტი.

 

პრემიერის თქმით, ამ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა.

 

„მე შევაფასე ზოგადად ეს ფაქტი და  მოვლენა, რაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს გულდასაწყვეტი ფაქტი, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვაჩვენეთ დემოკრატიულობა, ევროპელობა ნამდვილი, ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა, ეს არის მთავარი.  რაც შეეხება მოსამართლეებს, გასაგებია, რომ ეს მოსამართლეები ალბათ მიკერძოებულნი არიან თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი,  არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მოსამართლეების ცალკეულ განცხადებებზე ან მათ მოტივაციაზე“, -  განაცხადა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი