logo_geo
არჩილ თალაკვაძე: მმართველი ძალა პარლამენტში, ვერ დატოვებდა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს რეაგირების გარეშე
- +

18 ოქტომბერი. 2023. 10:17

 

 

საქართველოს პარლამენტი დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. ისტორიული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. საკითხის განხილვამდე განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში.

 

„განიხილება იმპიჩმენტის საკითხი, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, სადაც შეაფასა სასამართლომ და დაადგინა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი. „ქართულ ოცნებას“ არ გვაქვს საკმარისი ხმები იმისათვის, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დასრულდეს კონკრეტული შედეგით. იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ამას ჰქონდა პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა. რა თქმა უნდა, მმართველი ძალა პარლამენტში, ვერ დატოვებდა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს რეაგირების გარეშე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი