logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი გახდა პოლიტიკური მხარე იმ პოლიტიკური რადიკალური ფრთისა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში საქართველოს საკმაოდ მძიმე რყევებით ემუქრებოდა
- +

18 ოქტომბერი. 2023. 11:34

 

 

"პრეზიდენტი გახდა პოლიტიკური მხარე იმ პოლიტიკური რადიკალური ფრთისა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში საქართველოს საკმაოდ მძიმე რყევებით ემუქრებოდა" - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კომენტირებისას  განაცხადა.

 

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტმა კონსტიტუციასთან ერთად, საკუთარ ამომრჩეველსაც უღალატა.

 

„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა მართლაც ახალ საკონსტიტუციო წყობაში ახალი საპრეზიდენტო ტრადიციის სწორად ჩამოყალიბება. გახდა პოლიტიკური მხარე იმ პოლიტიკური რადიკალური ფრთისა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში საქართველოს საკმაოდ მძიმე რყევებით ემუქრებოდა. უღალატა კონსტიტუციას, უღალატა საკუთარ ამომრჩეველსაც და რომ იტყვიან, ებარებოდე ნაცებსაო, ისე გამოუვიდა საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი