logo_geo
შალვა პაპუაშვილი სუს-ის ანგარიშზე: ოპოზიციამ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო, მათ შორის ისეთი, რომელიც საჯაროდ არ ითქმის. მოვისმინეთ მადლობები მათი მხრიდან
- +

20 ოქტომბერი. 2023. 14:50

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გუშინ პარლამენტში მიმდინარე სუს-ის ანგარიშს გამოეხმაურა და კომენტარი გააკეთა ბოლო დროს გახმაურებულ საქმეზე, რომელსაც უსაფრთხოების სამსახური იძიებს, რაც სავარაუდოდ, სახელმწიფო არეულობის მოწყობის გეგმას უკავშირდება და რომლის ფარგლებშიც არაერთი ადამიანი დაიკითხა.

 

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სუს-ის დახურულ ანგარიშის მოსმენაზე, არაერთ მნიშვნელოვან კითხვას გაეცა პასუხი და მათ შორის, ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს, რაზეც მათი მხრიდან მადლობებიც მოისმინეს.

 

ძალიან კარგი და ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა [სუს-ის ანგარიშის მოსმენის სხდომაზე]. დახურული ფორმატი ყოველთვის ამართლებს ხოლმე. მათ შორის ოპოზიციის ძალიან კონსტრუქციული ჩართულობა იყო. ყველა კითხვაზე მათ მიიღეს ამომწურავი პასუხი, მათ შორის ისეთი პასუხები, რომელიც საჯაროდ არ ითქმის. მოვისმინეთ მადლობები ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. რაც შეეხება ამ სისხლის სამართლის საქმეს [დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმე], რომელიც მიმდინარეობს, ყველაზე სწორი და ზუსტი შეფასება გააკეთა სუს-ის ხელმძღვანელმა, რომ რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, მათ აქვთ მოტივაცია. ის ტესტები, რაც საჯაროდაც იყო გამოსული ე.ტრენინგიდან, ისედაც თავის თავზე მეტყველებს. სამწუხაროა, რომ დღემდე სათანადო განმარტებები და ამ პროცესებისგან გამიჯვნა დონორი ორგანიზაციებისგან არ მოგვისმენია. უსაფრთხოების სამსახური იძიებს ამ საკითხს და საბოლოო წერტილამდეც მიიყვანს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი