logo_geo
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმი მათი წელიწადნახევრიანი ურთიერთობის შედეგია
- +

20 ოქტომბერი. 2023. 15:39

 

 

ევროპული რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში პარლამენტსა და მესამე სექტორს შორის შეთანხმება გაფორმდა.

 

დოკუმენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის მიზანი კონკრეტულ საკანონმდებლო გადაწყვეტილებებში არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობაა.

 

ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს, საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმას შორის. ეს არის საბოლოო ჯამში შედეგი ჩვენი წელიწადნახევრიანი ურთიერთობის, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ევროკავშირში განაცხადის შეტანის შემდეგ. ამ პერიოდში ჩვენ პლატფორმასთან ერთად რამდენიმე კონფერენცია გავმართეთ, გვქონდა ძალიან ინტენსიური ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ამან შედეგად მოიტანა, ის სპორადული ურთიერთობა, რაც ჩვენ გვქონდა, გარკვეულ სისტემაში მოგვექცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი