logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: დანილოვმა ღიად თქვა, რომ უკრაინის ინტერესშია, საქართველომ და მოლდოვამ ომი წამოიწყონ, ოპოზიცია კი საუბრობდა, რომ ჩვენი განცხადებები კონსპირაციის თემები იყო
- +

20 ოქტომბერი. 2023. 18:39

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ტერიტორიების დაბრუნების საკითხს, მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა“.

 

მისივე თქმით, „ოპოზიცია საუბრობდა, რომ ჩვენი განცხადებები კონსპირაციის თემები იყო და არადამაჯერებელი“.

 

ახლა იგივე ადამიანებს შეგიძლიათ, ჰკითხოთ – უცხოეთსა და საქართველოში არსებობენ თუ არა პოლიტიკოსები, ვინც ისურვებდნენ, რომ საქართველოში ომი მიმდინარეობდეს. რა თქმა უნდა, კითხვა რიტორიკულია, მაგრამ ყველაფერი ნათელია. კაცი გამოვიდა და ღიად ამბობს, უკრაინის ინტერესშია, რომ საქართველომ და მოლდოვამ ომი წამოიწყონ. რა თქმა უნდა, ეს ეწინააღმდეგება საღ აზრს. ოპოზიციის ისტერია დამთავრდა, სადაც გაქილიკებას ცდილობდნენ იმ განცხადებების, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ომის წამოწყების სურვილებთან“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

big_banner
არქივი