logo_geo
მამუკა მდინარაძე ხათუნა სამნიძის და ხატია დეკანოიძის აღიარებაზე: არ ვიცი, ეს რომელი მოტივით იყო ნაკარნახევი, თუმცა, მათ თქვეს სიმართლე, რა სიმართლესაც ჩვენ ვლაპარაკობდით
- +

26 ოქტომბერი. 2023. 14:13

 

 

„ხათუნა სამნიძის და ხატია დეკანოიძის მოტივაცია არ ვიცი, გონება გაეხსნათ თუ უკვე მიხვდნენ, რომ ძალიან მართლები ვართ და პოლიტიკურად წაგებული მხარის ნავიდან გადმოხტომა სცადეს, თუ რაღაცა მომენტში შუბლის ძარღვი არ გაიწყვიტეს და სიმართლე თქვეს. არ ვიცი, ეს რომელი მოტივით იყო ნაკარნახევი, თუმცა, მათ თქვეს სიმართლე, რა სიმართლესაც ჩვენ ვლაპარაკობდით“, - ასე უპასუხა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას  ხათუნა სამნიძის და ხატია დეკანოიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ოპოზიციის ნაწილი საბოტაჟირებას ეწევა და ხელს უშლის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებას.

 

მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა ბოლომდე თქვან სიმართლე და კონკრეტულად დაასახელონ, ვინ გამოირჩევა  ქვეყნისთვის საწინააღმდეგო განცხადებებით.

 

„მოვუწოდებთ მათ და არაერთ ოპოზიციონერს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ავანგარდში ამ ქვეყნისთვის დამაზიანებელი მოქმედებებით არიან „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაცმოძრაობა“ და მათი  გაერთიანებული მავნებლური ჯგუფი, პარტია „ლელო“, ნიკა გვარამია და ეს ხალხი და მოდი ისიც თქვან, მათ ხომ იციან, მათ ხომ დაუსახელეს, ჩვენც ხომ გვაქვს ეს ინფორმაცია, ისინიც ხომ ხვდებიან, რომ ზუსტად ვიცით კონკრეტულად ვინ გამოირჩევა ასეთი ქვეყნისთვის საწინააღმდეგო განცხადებებით. ბოლომდე თქვან მაშინ, თუ თავისი ქვეყნის წინაშე, თავისი სამშობლოს წინაშე ეს ვალდებულება მიიღეს მოცემულობად და თქვეს ნახევრად სიმართლე, ბოლომდე თქვან და დაადასტურონ რასაც მე ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ ეს ასეა ყველამ ვიცით და თქვან თეთრზე თეთრი, შავზე შავი ბოლომდე და არა ნახევრად. ვიღაცები დადიან. რა გაიგოს ხალხმა კი ოპოზიციის წარმომადგენლები ტოვებენ ქვეყანას და ამბობენ რომ სტატუსი არ უნდა მივიღოთ, ამას ხომ ერთი წელია ისედაც ვლაპარაკობთ ჩვენ, ახლა უბრალოდ მათი რიგებიდან დადასტურდა. ბოლომდე თქვან და იქნებიან მართლები ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი