logo_geo
ირაკლი ჩიქოვანი: ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართული იქნება სტატუსის წინააღმდეგ, არის მოღალატეობრივი
- +

26 ოქტომბერი. 2023. 23:48

"ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართული იქნება სტატუსის წინააღმდეგ, არის მოღალატეობრივი მოქმედება. პოლიტიკოსისთვის მთავარი ინსტრუმენტი არის განცხადება და ის რა შესაძლებლობაც მათ ჰქონდათ, ყველაფერი გამოიყენესო, რომ საქართველოსთვის სტატუსის მიღების პროცესში პრობლემები შეექმნათ," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა სანდოობა დაკარგეს.

 

 

„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუის ერთი წლის თავზე დაემსახურებინა. ხათუნა სამნიძის წამოცდენას თუ გარკვეულწილად გულახდილობას დავამატებდი იმას, რომ არ ვარ დარწმუნებული, თვითონ ეს სუბიექტებიც თავის დროზე ამ ყველაფერში ჩართულები არ იყვნენ, თვითონ არ იყვნენ მოწინააღმდეგეები სტატუსის მინიჭებისა. წელიწადზე მეტია რაც ჩვენ რეკომენდაციებზე ვმუშაობთ და ყოველ ჯერზე, როდესაც კომუნიკაცია იყო, ჩვენ ვხედავდით რომ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული წვდომა ჰქონდათ დერეფნებში, პოლიტიკოსებთან, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ერთი მხრივ არ მიგვეღო სტატუსი და ეს გამოეყენებინათ ქვეყანაში რადიკალიზაციისთვის და მეორე მხრივ ხაზი გაევლოთ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

big_banner
არქივი