logo_geo
მამუკა მდინარაძე: ჩვენს ოპონენტებს რომ დააკვირდეთ, როგორ შეცვალეს ნარატივი, დამატებითი არგუმენტია საიმისოდ, რომ ერთი ათად არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი
- +

31 ოქტომბერი. 2023. 14:35

 

 

ჩვენს ოპონენტებს რომ დააკვირდეთ, როგორ შეცვალეს ნარატივი, როგორ ცდილობენ კანდიდატის ცნება დააკნინონ და უფრო ქვევით ჩაწიონ, ვიდრე მათგან წარმოგვედგინა, როგორ ცდილობენ ვიღაცამ მიიწეროს, სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციამ თუ ა.შ. ეს ყველაფერი ასევე დამატებითი არგუმენტია საიმისოდ, რომ ერთი ათად არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, პარტნიორების  ყველა განცხადება და პოზიცია მიუთითებს, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, რაც ოპტიმიზმის საფუძველია.

 

ჩვენ მუდმივ  კონტაქტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, საჯარო განცხადებებიც ვნახეთ. ყველა განცხადება, ყველა პოზიცია მიუთითებს იქით, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ. ეს არის ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ვიცოდეთ, მხოლოდ ჩვენს ოპონენტებს რომ დააკვირდეთ, როგორ შეცვალეს ნარატივი, როგორ ცდილობენ კანდიდატის ცნება დააკნინონ და უფრო ქვევით ჩაწიონ, ვიდრე მათგან წარმოგვედგინა, როგორ ცდილობენ ვიღაცამ მიიწეროს, სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციამ თუ ა.შ. ეს ყველაფერი ასევე დამატებითი არგუმენტია საიმისოდ, რომ ერთი ათად არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი და თუ ეს ასე მოხდება, ჯერ  მივიღოთ, ჯერ გადავხტეთ, ჰოპლა დავიძახოთ შემდეგ, მე ასე ვფიქრობ, მაგრამ ისინი რაღაცნაირად გვაიძულებენ და გვიწევს ჩვენც რომ ამაზე პასუხი გავცეთ. დავანებოთ ახლა ამ კინკლაობას თავი, რომ გადავხტებით, ჰოპლა გინდათ ხაბეიშვილს დავაძახებინოთ, გინდა ვაშაძეს , გინდა პრეზიდენტს და ვინც გინდათ იძახოს, ოღონდ მივიღოთ სტატუსი და ხელს ნუ შეუშლიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი