logo_geo
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ გაცილებით მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიდრე რომელიმე სხვა კანდიდატის სახელმწიფო - ეს არის ობიექტური რეალობა
- +

4 ნოემბერი. 2023. 20:57

 

 

ჩვენ პრაქტიკულად შევასრულეთ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემული იყო ევროკომისიის მხრიდან. სწორედ ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ გაცილებით მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიდრე რომელიმე სხვა კანდიდატის სახელმწიფო.

 

„ეს არის ობიექტური რეალობა რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ. ასევე ვხედავთ, რომ ძალიან პოზიტიური შეფასებებია ევროკომისიის მხრიდან. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით არიან ძალები და ამ ძალების მეგობრები და სატელიტები ქვეყნის გარეთაც, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ რომ ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგონ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

big_banner
არქივი