logo_geo
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს საღამოს გადასცემენ
- +

9 ნოემბერი. 2023. 20:10

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს საღამოს გადასცემენ.

 

 

როგორც ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. „უშიშროების სამსახურში“ განმარტეს, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე ლევან დოთიაშვილის საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ.

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

big_banner
არქივი