logo_geo
ანრი ოხანაშვილი: თუ ვინმეს აქვს კონკრეტული შენიშვნა და მოსაზრება, შეუძლია, თქვას და არგუმენტირებულად მოგვაწოდოს აზრი
- +

22 ნოემბერი. 2023. 13:02

 

 

„ეს გეგმა არის სისტემური და ყოვლისმომცველი. თუ ვინმეს აქვს კონკრეტული შენიშვნა და მოსაზრება, შეუძლია თქვას“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ასევე, შეუძლიათ არგუმენტირებულად მოგვაწოდონ აზრი, რა და როგორ უნდა იყოს. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ. კარგია, რომ სამოქმედო გეგმამდე გავაკეთოთ შეხვედრა, სადაც პოზიციებს დააფიქსირებენ“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ - ევროკომისიის 9 დათქმაზე თბილისში კონფერენციაზე მსჯელობენ. პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი უკვე მესამედ იმართება.

 

კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც უკვე გამოქვეყნდა. ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა 7 მიმართულებას მოიცავს.

 

big_banner
არქივი