logo_geo
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობას ახალი წელი კონცერტით მიულოცა
- +

1 იანვარი. 2024. 16:46

 

 

31 დეკემბერს, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი კონცერტით მიულოცა.

 

საახალწლო ღონისძიება ქალაქის ცენტრში კულტურის სახლის მიმდებარედ გაიმართა.

 

მაყურებლის წინაშე ჯერ ადგილობრივი ბენდი, ხოლო შემდეგ ჯგუფი „მიქსტურა“ წარდგა.

 

2024 წლის შემობრძანება მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს და სრულიად საქართველოს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მიულოცა.

 

 

big_banner
არქივი