logo_geo
მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 7 ტურისტი გადაარჩინეს
- +

16 აგვისტო. 2017. 14:17



2 საათის განმავლობაში შსს-ს წყალზე მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე კიდევ 7 ტურისტი გადაარჩინეს.


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა დღეს ქობულეთში, ჩაქვი-ბუკნარის სანაპირო ზოლზე, 5 უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი.


ზღვაში შესული ბავშვები ტალღამ გაიტაცა. მათ დასახმარებლად წყალში მშობლებიც შევიდნენ, მაგრამ ნაპირზე გამოსვლას ვერც ერთი ვეღარ ახერხებდა. ისინი ნაპირზე მყოფმა წყალზე მაშველებმა შენიშნეს და მათ დასახმარებლად დაუყოვნებლივ ზღვაში შევიდნენ.


სამშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ხუთივეს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. ამ დროისთვის, ბავშვებისა და მათი მშობლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


დღეს ასევე შსს-ს წყალზე მაშველებმა ოზურგეთში, შეკვეთილის სანაპირო ზოლზე, კიდევ ერთი წარმატებული სამაშველო ოპერაცია განახორციელეს. მათ, ოპერატიული რეაგირების შედეგად, სომხეთის 2 მოქალაქე ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს.



 

big_banner
არქივი