logo_geo
თურქეთიდან სახანძრო თვითმფრინავი საქართველოში დღის ბოლოს ჩამოფრინდება
- +

22 აგვისტო. 2017. 15:16


თურქეთიდან თვითმფრინავი, რომელიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება, საქართველოში დღის ბოლოს ჩამოფრინდება.


პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თურქეთის პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოში „მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი" შემოვა.


„დღის ბოლოს ჩამოფრინდება უკვე ძალიან მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


სახანძრო თვითმფრინავის გარდა თურქეთიდან ქართული მხარე უახლოეს საათებში ორ ვერტმფრენსაც ელოდება.



 

big_banner
არქივი