ბორჯომის ხეობაში ხანძარი თანამგზავრულ ფოტოებზეც ჩანს. 21-22 აგვისტოს რუკებზე ადვილად შესამჩნევია კვამლი.
ამასთან, ხანძრის პირველ და მეორე დღეს მას ფოტოებში განსხვავებული მიმართულება აქვს.
ხედი მნიშვნელოვნად იცვლება NASA-ს დედამიწის დამკვირვებელი სისტემის (EOS) თანამგზავრების მიერ გადაღებულ ფოტოებზე - კვამლი აშკარად მომატებულია და გაცილებით დიდ ფართობზეა გავრცელებული.