logo_geo
ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარებას გერმანია, საბერძნეთი და რუმინეთი სთავაზობენ
- +

23 აგვისტო. 2017. 10:50



ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარებას კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა სთავაზობს.


როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო შტაბში განუცხადეს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და ბელარუსის გარდა, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მონაწილეობენ, ქართული მხარის დასახმარებლად მზადყოფნას გერმანია, რუმინეთი და საბერძნეთიც აცხადებენ.


ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი