logo_geo
ბათუმი „ოდესა-ბათუმი ფოტოდღეებს“ მასპინძლობს
- +

23 აგვისტო. 2017. 11:40



7-10 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ოდესა-ბათუმი ფოტოდღეები" გაიმართება. ოთხი დღის განმავლობაში ფოტოხელოვანებსა და ფოტომოყვარულებს საშუალება ეძლევათ 7 გამოფენას, სამ ღამის ჩვენებასა და მუსიკალურ პერფომანს დაესწრონ. ფესტივალზე, რომლის მთავარი თემაა დღეს/ხვალ ფოტოები წარმოდგენილი იქნება კანადიდან, უკრაინიდან, ინდოეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან და საქართველოდან.


რას წარმოადგენს ფოტოგრაფია და რა სახის გავლენებს განიცდის დღეს? როგორ განისაზღვრება ფოტოგრაფია უკანასკნელი დეკადების მიხედვით? როგორ ზემოქმედებს თანამედროვე ტექნოლოგიები ფოტოგრაფიაზე და რა ადგილს იკავებს ის თანამედროვე საზოგადოებაში?-ფესტივალის საორგანიზაციო გუნდმა 2017 წელს გადავწყვიტეთ პასუხები გავცეთ კითხვებსა და ამოცანებს და ყურადღება დაუთმოს კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას. აუცილებელია არა მხოლოდ გავიცნოთ მთავარი ფოტოგრაფიული სკოლების განვითარების პროცესი, არამედ გავიაზროთ თავისებური ლოგიკა და სახელოვნებო ენა თანამედროვე ესთეტიკისა, ურთიერთქმედების პრინციპები დოკუმენტური ფოტოგრაფიის კონტექსტში", - განაცხადა თანამედროვე ხელოვნების თავისუფალი სივრცის დირექტორმა, ფესტივალის ორგანიზატორმა ირაკლი ძნელაძემ.


„ოდესა/ბათუმი ფოტოდღეები" ახალგაზრდა ფესტივალია, მას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და ორივე ქვეყანაში იმართება - აპრილში ოდესაში, ხოლო სექტემბერში - ბათუმში.






 

big_banner
არქივი