logo_geo
გიორგი მღებრიშვილი: ვფიქრობ, რომ ხანძრები შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი
- +

30 აგვისტო. 2017. 13:43


 

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხანძრების გაჩენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი.


მისი თქმით, გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე.


„გამოძიება ყოველთვის მუშაობს ყველა ვერსიაზე. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს... მე ამას ახლა ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ",- განაცხადა მინისტრმა.


 

big_banner
არქივი