logo_geo
გასაოცარი მღვიმე რაჭაში
- +

11 სექტემბერი. 2017. 23:14



რამდენიმე წლის წინ, ნაქერალას უღელტეხილზე მთამსვლელთა და მოგზაურთა ჯგუფ „თეთნულდის" წევრებმა უნიკალურ ნაღვენთ ფორმებს მიაკვლიეს.


მურადის მღვიმეში არსებული მსოფლიოში უიშვიათესი ნაღვენთი ფორმები - სტალაქტიტები მსოფლიო მეცნიერთა სერიოზული შესწავლის საგანი შეიძლება გახდეს.


აღნიშნული ფორმის სტალაქტიტების წარმოქმნის მექანიზმის დადგენა, მათი შემადგენლობის, მათზე წყლის, ჰაერის მასების, მიკროორგანიზმების ზემოქმედების სამეცნიერო კვლევა მსოფლიო დონის სპელეოლოგთა დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს.


თსუ-ს დოქტორანტის, საქართველოს სპელეოლოგიური საზოგადოების წევრის ლაშა ასანიძის განცხადებით, აუცილებელია ამ მღვიმის დაცვა, რათა არ განადგურდეს მღვიმეში არსებული და სრულიად შეუსწავლელი ნაღვენთი ფორმები.


ასევე, დასარეგულირებელია მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივის შენარჩუნების საკითხი, რადგან მღვიმესთან ახლოს მრავალწლოვანი ხეები იჩეხება.


თსუ-ს სპელეოლოგთა განცხადებით, უიშვიათესი ფორმის სტალაქტიტები ამ მღვიმისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი