logo_geo
წყალტუბოს რაიონში სასმელი წყლით ბავშვები მოიწამლნენ
- +

23 სექტემბერი. 2017. 16:17



წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავის მოსახლეობის განცხადებით სოფელში სასმელი წყლით ბავშვები მოიწამლნენ.


როგორც „პირველის" კორესპონდენტს ადგილობრივებმა აცნობეს, დაახლოებით სამ თვეზე მეტია სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება და წყალს ან ყიდულობენ ან კიდევ იმ მილიდან იღებენ, რომელიც სოფელთან ახლოს გადის.


„სოფელში ხშირია წყლით მოწამლვის ფაქტები. ბავშვებიც მოიწამლნენ და ისედაც გაჭირვებულ ოჯახებს კიდევ უფრო დაუმძიმდა ყოფა. როდის გვექნება წყალი, პასუხს არავინ გვცემს. ჟურნალისტებს რომ შევატყობინეთ, გამგებელი მოვიდა და საყვედური გვითხრა," - ამბობს სოფელ ყუმისთავის მკვიდრი შოთა ზაქარიაძე.


წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი რამაზ შვანგირაძე მოსახლეობის მიერ უწყლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.


ცხუნკურის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალტუბოს გამგებლის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოსახლეობას წყალი ყოველ მესამე დღეს, გრაფიკით მიეწოდება. გრაფიკის მიზეზად გამგებელი გვალვას და წყლის დონის შემცირებას ასახელებს.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი