logo_geo
ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა
- +

24 სექტემბერი. 2017. 00:36



ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ. მწვანე ბაზრის პერიმეტრი დაიტბორა. აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება შეუძლებელია.


 „პირველის" კორესპონდენტის ცნობით, უხვმა ნალექმა სანიაღვრე არხები გაჭედა.


„მდგომარეობა რთულია. ძალიან ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც სანიაღვრე არხები გაჭედა. ქუჩაში ფაქტობრივად მდინარეები მოედინება. ადგილზე გასულია ჩვენი მანქანები და კიდევ მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება", - აცხადებს "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.


ცნობისთვის, წყალდიდობის გარდა, ქალაქის ნაწილისათვის პრობლემას უშუქობაც წარმოადგენს, რადგან ქუთაისის ნაწილს ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი