logo_geo
ცაიშში მომხდარ ავტოავარიას ზუგდიდის გამგებლის მოადგილე ემსხვერპლა
- +

3 ნოემბერი. 2017. 11:00



ზუგდიდი-თბილისის ავტომაგისტრალზე, სოფელ ცაიშთან მომხდარ ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა.


დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.


თვითმხილველთა განცხადებით, ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



 

big_banner
არქივი