logo_geo
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო
- +

19 ნოემბერი. 2017. 17:49



ქუთაისში, ტერიტორიაზე, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა მოეწყოს, სამუშაოები მიმდინარეობს.  „ქართუ ჯგუფის" პროექტების ხელმძღვანელის ვახტანგ ცაგარელის განცხადებით, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ქვაბული ითხრება.


„ახლა ითხრება ქვაბული. ძალიან დიდი ქვაბულია. ამის შემდეგ დაიწყება მშენებლობა. ჰექტარზე მეტია მარტო ის ფართობი, რაზეც შენობა აიგება", - აღნიშნა ცაგარელმა.


მისივე თქმით, მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.


ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 140 ჰექტარზე აშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას ფონდი „ქართუ" სრულად აფინანსებს.


 

big_banner
არქივი