logo_geo
ზამთარში თუშეთის სოფლებს ინტერნეტი უფასოდ ექნებათ
- +

21 ნოემბერი. 2017. 17:55



„თუშეთის განვითარების ფონდის" გადაწყვეტილებით, ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით, ფონდი სრულად დაუფარავს თუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას ინტერნეტის საფასურს.


ფონდის ცნობით, თუშეთში ზამთრის სეზონზე დარჩენილი აბონენტების რაოდენობა სულ ხუთია.


თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი სექტემბრიდან არის ხელმისაწვდომი. 5 მგბ/წმ სიმძლავრის ინტერნეტის ფასი 25 ლარია. პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა" საერთაშორისო ორგანიზაცია „The Internet Society"-სთან ერთად განახორციელა.









 

big_banner
არქივი