logo_geo
სოფელ ოკამთან სამგზავრო მიკროავტობუსები ერთმანეთს შეეჯახა, რუისთან კი, სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა
- +

25 ნოემბერი. 2017. 12:11



სოფელ ოკამთან ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რუისის მონაკვეთზე კი, სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა.


სოფელ ოკამის მიმდებარედ, „ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რის გამოც 10-მდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც.


ავარიის შედეგად დაშავებულები კასპის და გორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კლინიკა „გორმედში" სხეულის დაზიანებით 4 მოზარდია მოთავსებული.


კიდევ ერთი ავარია მოხდა ცენტრალური ავტომაგისტრალის რუისის მონაკვეთზე, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. სხეულის დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ორივე შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. გზაზე ტექნიკური მარილი დილიდან დაყრილია.




 

big_banner
არქივი