logo_geo
ეროლ ავგორენი: სასტუმრო „ლეოგრანდში“ უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება
- +

27 ნოემბერი. 2017. 11:24



სასტუმრო „ლეოგრანდის" მფლობელის ეროლ ავგორენის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმრო დაჯარიმებული არ ყოფილა.


მისი თქმით, სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამებოდა.


„სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება. სასტუმრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჰქონია.

ჩამოსული იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ავგორენმა.


სასტუმრო „ლეოგრანდის" მფლობელმა მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.


„გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს", - განაცხადა ეროლ ავგორენმა.

 



 

big_banner
არქივი