logo_geo
ახლობლები ხელვაჩაურში, 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ
- +

19 დეკემბერი. 2017. 13:52



ახლობლები ხელვაჩაურში, 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს" დაჭრილი მოზარდის ახლობლებმა განუცხადეს, 17 წლის ბიჭი „ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.


„ვიცით, რომ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა. ვეჭვობთ, რომ მომხდარი, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს", - განაცხადეს ახლობლებმა.


რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული.


17 წლამდე მოზარდი ხელვაჩაურში კლინიკა „მედინაშია" მოთავსებული. მას გუშინ გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.


ცნობისთვის, სუიციდის მცდელობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. თვითმკვლელობის მიზნით დაზიანებების მიყენების შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით იწყება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი