logo_geo
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- +

24 დეკემბერი. 2017. 16:52



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია. ამავე  გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.








 

big_banner
არქივი