logo_geo
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- +

27 დეკემბერი. 2017. 12:01


 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი)  მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა სპეციალურ რეჟიმში. კერძოდ, უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ-მდე. ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და ყინვა) აკრძალულია.


აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.




 

big_banner
არქივი