logo_geo
ზესტაფონში მიცვალებულები აერიათ
- +

9 იანვარი. 2018. 18:05



ზესტაფონში მიცვალებულები აერიათ. მიცვალებულები ჭირისუფლებს შეცდომით ქუთაისის ერთ-ერთი საავადმყოფოდან გაატანეს. ფაქტის შესახებ ოჯახებისთვის რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი.


დღეს ორივე მიცვალებული დაასაფლავეს - ცხედრები ოჯახებმა რამდენიმე საათის წინ გაცვალეს. როგორც ერთ-ერთი მიცვალებულის ჭირისუფალმა ნარგიზა რუხაძემ პირველ არხს განუცხადა, ცხედარი სახეზე ეუცხოვა, თუმცა ჩათვალა, რომ ის ავადმყოფობამ შეცვალა.


„მიცვალებული სახეზე შესიებული მოგვეჩვენა და ვიფიქრეთ, რომ ავადმყოფობის ბრალი იყო", - აღნიშნა მან.


ოჯახები მომხდარს საავადმყოფოს შეცდომად მიიჩნევენ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი