logo_geo
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგა
- +

12 იანვარი. 2018. 14:59



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დილიდან გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.


თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე.


შეგახსენებთ, რომ წუხელ ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.











 

big_banner
არქივი