logo_geo
უამინდობის გამო, მაღალმთიან აჭარაში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლა შეწყდა
- +

1 თებერვალი. 2018. 14:33



უამინდობის გამო, მაღალმთიან აჭარაში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლა შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია შუახევის სამ ბაგა-ბაღში და 17 საჯარო სკოლაში.


ასევე, მათივე ცნობით, უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო ხულოს 50 სკოლიდან 33 სკოლაში და ყველა საბავშვო ბაღში.


ცნობისთვის, აჭარაში ამინდის გაუარესების გამო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1.30-1.50 მ-ს, ხოლო დაბლობში 70-80 სმ-ს მიაღწია.










 

big_banner
არქივი