logo_geo
ქობულეთში კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები შესაძლოა UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდეს
- +

13 თებერვალი. 2018. 17:34



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, ქობულეთში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრება.


აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, გარემოსდამცველები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვედრაზე კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავენ.


პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი