logo_geo
მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელთა რიცხვი გაიზარდა
- +

3 მარტი. 2018. 17:35




მაღალმთიანი დასახლებებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით კიდევ 15 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს - გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს.


მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების სოფლები დაემატა კერძოდ - საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი, საწისქვილო, გედსამანია, ღოღეთი და ბრდაზორი.


მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ ასევე მოიწონა პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2018-2022 წლების სტრატეგია", რომელიც განსაზღვრავს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.


2017 წელს მაღალმთიანი რეგიონისთვის ბიუჯეტიდან სულ 66.16 მილიონი ლარი გამოიყო. შეღავათებით 69 800-მა პენსიონერმა, 11 395 პედაგოგმა, 574 ექიმმა, 989 ექთანმა, სპორტის სფეროში დასაქმებულმა 295 მწვრთნელმა ისარგებლა. შეღავათები შეეხო ასევე 7272 ოჯახს, რომელთაც შვილი შეეძინათ. 77 973 ოჯახს კი ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილი აუნაზღაურდა.



 

big_banner
არქივი